ლელა გაბურის ქართულ-ფრანგული პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

13 თებერვალს, 18 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა ლელა გაბურის ქართულ- ფრანგული პოეტური კრებულის წარდგენას და პოეზიის საღამოს უმასპინძლებს.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლელა გაბურის ფრანგულენოვანი პოეტური კრებულის ,,აი, იმ გზამდი“… («Voilà, jusqu’à ce chemin… »),  პირველი წარდგენა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა. თარგმანი შესრულებულია – სალომე ორდანიანცის მიერ, წიგნის რედაქტორია – გიორგი ეკიზაშვილი.
ექიმი, პოეტი და მწერალი ლელა გაბური დაიბადა 1967 წლის 8 მარტს.
ლელა გაბურს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ფოლკლორული მედიცინისა და რელიგიის ისტორიის საკითხებზე. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და ფრანგულ ენებზე.
ლელა გაბური 8 წელია თბილისიდან საცხოვრებლად გადავიდა მშობლიურ კუთხეში — ხევსურეთში. სადაც დააარსა საზოგადოება ,,ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის“. მან არაერთი პროექტი განახორციელა ხევსური ახალგზრდებისთვის.

მის: გუდიაშვილის №7, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები