კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს მიკროავტობუსი გადასცა მუდმივ სარგებლობაში
ხელოვნების სასახლეს კულტურის სამინისტროს მიერ მიკროავტობუსი გადაეცა.ამის შესახებ გიორგი კალანდია ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში.
„დღეს ხელოვნების სასახლეში დიდი ჟრიამული იყო. მიზეზი კი მნიშვნელოვანია, საქართველოს კულტურის სამინისტრომ მუზეუმს 2025 წელს გამოშვებული მიკროავტობუსი გადასცა მუდმივ სარგებლობაში! მუზეუმს ასეთი ტრანსპორტი დაახლოებით ნახევარი საუკუნეა არ ჰყოლია, ეს კი ნიშნავს მეტ სამეცნიერო.ექსპედიციას, მეტ საველე სამუშაოს, აქედან გამომდინარე, უფრო მეტ ახლად მოძიებულ ექსპონატსა თუ სამეცნიერო მასალას, უფრო ხარისხიან გამოფენებს და ა.შ…
დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ხელოვნების სასახლის თანადგომისათვის, მისი სამეცნიერო პერსონალის ასეთი მხარდაჭერისათვის“! – წერს გიორგი კალანდია.