სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდოების გადაცემის ცერემონია გაიმართა

10 თებერვალს  სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის დამაარსებელი სანდრო მრევლიშვილი 85 წლის გახდებოდა.   თეატრის ინფორმაციით, ამ დღეს თეატრს მიენიჭა დრამატული თეატრის წოდება, თეატრის ფასადზე განთავსდა ახალი აბრა. ასევე შედგა სანდრო მრევლიშვილის სახელობის ყოველწლიური ჯილდოების გადაცემის ცერემონია.

ჯილდოები გადაეცათ: რეჟისორს – მაია ფარქოსაძეს, მსახიობს – სოფო მეძმარიაშვილს, კომპოზიტორს – დათო ევგენიძეს, კრიტიკოსს, ლიტერატურათმცოდნეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს – ზაზა აბზიანიძეს. ახალგაზრდა რეჟისორს ლუკა ბაზაძეს გადაეცა სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდო „ახალგაზრდა რეჟისორებისთვის“.

ცერემონიას ესწრებოდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები