ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება
14 თებერვალს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ცენტრის ინფორმაციით, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შეასრულებს ი. სტრავინსკის სიმფონიას N1 და მ. რაველის სუიტას ბალეტიდან „დაფნის და ქლოე“, ხოლო გერმანიაში მოღვაწე, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ქართველი პიანისტი მამიკონ ნახაპეტოვი დაუკრავს ფ. შოპენის კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1.
