ლაშა დარსალია: თბილისში რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი არ გახსნილა.

მისი თქმით, ყველას პასუხისმგებლობაა საზოგადოებისთვის გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციასთან გაიხსნა კულტურის ცენტრი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ცენტრი არ გახსნილა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ფეიკ-ნიუსები, რომლებსაც ავრცელებენ საეჭვო საიტები. მათი მთავარი მიზანი საზოგადოების პოლარიზება და დაძაბულობის ზრდაა. ყველას გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა- როგორც ჟურნალისტებს, ისე საზოგადოების წევრებს, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია მივაწოდოთ“ ,- აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის, საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს დედაქალაქში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები