ბაღდათში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს იუბილე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველაზე უხუცეს მოქალაქეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა იუბილე მიულოცეს.
სოფელ წითელხევში მცხოვრებ ლიდა ვარდოსანიძეს 106 წლის შესრულება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა მარეხ მშვენიერაძემ და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ირინა ტყეშელაშვილმა მიულოცეს.
106 წლის ქალბატონს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი საჩუქარი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები