საპატრიარქო: სამების საპატრიარქო ტაძარი, მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე

SONY DSC

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ დროებით დაიხურება.

მათივე ცნობით, პატრიარქის სამძიმარზე მიმსვლელთა დიდი ნაკადის პირობებში ტაძრის ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები