დოჰას მართლმადიდებლურ ბერძნულ ტაძარში, კატარის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

დოჰას მართლმადიდებლურ, ბერძნულ ტაძარში, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას კატარში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„სამწუხაროდ, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, დოჰაში მცხოვრებმა ქართველებმა პანაშვიდზე დასწრება ვერ შეძლეს.

ლოცვა არაბულ, ბერძნულ, რუმინულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე აღევლინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები