მიხეილ სააკაშვილი: ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი

საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის დაკრძალვაზე მიყვანას ითხოვს.

შესაბამის განცხადებას სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი”,- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები