პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მსვლელობით მივიდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები