სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ერთ-ერთი ექიმი: დიდი განსაცდელის დროს ყველას გულში გვყავდა დიდი იმედი პატრიარქის სახით და ახლა გვეყოლება ანგელოზი, რომლის იმედი სულ გვექნება
“მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს პატრიარქს”,- ამის შესახებ პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა.
ექიმი პატრიარქის გარდაცვალებას მთელ საქართველოს უსამძიმრებს.
“მისი სიკეთე, სიმშვიდე, სითბო ყოველთვის გვაძლიერებდა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს დაობლებას. დიდი განსაცდელის დროს ყველას გულში გვყავდა დიდი იმედი პატრიარქის სახით და ახლა გვეყოლება ანგელოზი, რომლის იმედი სულ გვექნება,” – განაცხადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ერთ-ერთმა ექიმმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.