ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ტომ ბერენდსენის სამძიმრის წერილს, საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს.
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათალიკოს-პატრიარქ ილია II გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო.
ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.