პაატა კუნჭულიამ სოფელ ჯუმათში საავტომობილო ხიდისა და გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ, მოადგილე გურამ გოლიაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჯუმათში საავტომობილო ხიდისა და გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასრულების ეტაპზეა ჯუმათში მურმანიძეების ეზოსთან გაბიონის მოწყობა და ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ლაშეს უბანში.
“პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 313 373 ლარით ფინანსდება,”- წერია ინფორმაციაში.