“სასულიერო პირებს გთხოვთ, პოლიციის მიერ მითითებული ტერიტორიიდან გადაადგილდეთ ფეხით” – საპატრიარქო

“სასულიერო პირებს გთხოვთ, პოლიციის მიერ მითითებული ტერიტორიიდან გადაადგილდეთ ფეხით”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

“ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ავტომანქანებით მოძრაობა შეზღუდულია.

სასულიერო პირებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ვითარება და პოლიციის მიერ მითითებული ტერიტორიიდან გადაადგილდეთ ფეხით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.

რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ “ავლაბრიდან” სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები