გარდაბანში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლია-ყარათაკლიაში 300-მდე ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა სრულდება.

ამ სოფელში ადგილობრივებს, შესაბამისი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქამდე არასდროდ ჰქონიათ.

პროექტის მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებულთა რეაბილიტაცია. მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 2020 წლის ბოლოს, გარდაბანში არ იქნება არცერთი სოფელი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი არ იფუნქციონირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები