ტრამპი: აშშ-მა და ირანმა მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შეთანხმების მთავარი პუნქტი აქვთ.
როგორც მან Air Force One-თან საუბრისას აღნიშნა, მოლაპარაკებები ძალიან ინტენსიური იყო და მასში მისი მრჩეველი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი იყვნენ ჩართულნი.
„ვნახოთ, სად მიგვიყვანენ ისინი. ჩვენ გვაქვს ძირითადი შეთანხმების პუნქტები; მე ვიტყოდი, რომ თითქმის ყველა პუნქტზე გვაქვს შეთანხმება“, – ამბობს ის მოლაპარაკებების შესახებ.