ირანმა ისრაელის საჰაერო ძალების თელ-ნოფის ბაზაზე და იორდანიაში, ალ-აზრაკის ბაზაზე განლაგებულ ამერიკულ F-35 და F-15 გამანადგურებლებზე იერიში მიიტანა,- ამის შესახებ ირანის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა.
“ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დრონების გამოყენებით, დარტყმები განახორციელა ისრაელის რეჟიმის თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე, ასევე ამერიკული F-35 და F-15 გამანადგურებლების განლაგების ადგილზე ალ-აზრაკის საჰაერო ბაზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.