კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა

კოლუმბიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს განიცადა.

მისივე თქმით, თვითმფრინავი, რომელსაც კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სამხედროები გადაჰყავდა, ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები