ანსამბლი „სულიკო“ და სიმღერა „წუთისოფელი“, რომელიც პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა (ვიდეოამბავი)
სასტუმრო პულმანში ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლ „სულიკოზე“ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა – „სულიკო – ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში“. ინფორმაციას მომღერალი ვანო გალუაშვილი ავრცელებს.
„ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ფილმი გამოვიდა, მალე დაიდება საჯაროდ,
ეს სიმღერა დღეს პირველად შევასრულეთ და მივუძღვენით ჩვენი პატრიარქის ხსოვნას – „წუთისოფელი“, რევაზ ლაღიძე“, – წერს ვანო გალუაშვილი.