წმინდა სინოდმა საქართველოს ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა.
ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ განაცხადა.
“სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას, ასევე თქვენი ლოცვით დაგვირგვინდა ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებით გამოხატულებაა წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართმადიდებლული ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომლითაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.