ირანის პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფს, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები შედგა

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უარყოფს, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები შედგა.

„ყველა ირანელი ოფიციალური პირი უზენაესი ლიდერისა და ხალხის გვერდით დგას, ვიდრე ამ მიზნის მიღწევა არ მოხდება. აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ყალბ ამბებს ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის იყენებენ და ასევე იმისთვის, რომ თავი დააღწიონ იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი“, – წერს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე X-ზე.

ცნობისთვის, ბოლო ერთი საათის განმავლობაში, რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანის პარლამენტის სპიკერთან, მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები