Reuters: კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 71 ადამიანი გადაურჩა

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 71 ადამიანი გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კოლუმბიის საჰაერო ძალების მეთაურმა, ფერნანდო სილვამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, თვითმფრინავში 114 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ავიაკატასტროფის მიზეზებს ჯერ კიდევ იძიებს.

Lockheed Martin C-130 Hercules-ი ტიპის თვითმფრინავი პუერტო ლეგუისამოდან აფრენის შემდეგ, მალევე ჩამოვარდა.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ინციდენტის დროს, თვითმფრინავში სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ამასთან, სანჩესმა განმარტა, რომ „დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები