23 მარტი მიხეილ გომიაშვილის დაბადების დღეა

23 მარტი მიხეილ გომიაშვილის დაბადების დღეა. 1961 წლის 23 მარტს დაიბადა მიხეილ გომიაშვილი (1961-2022) – ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. არჩილ გომიაშვილის შვილი.
1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მუშაობდა „მეტეხის თეატრში“. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. თეატრში შესრულებული აქვს როლები – პროფესორი (ამელი ნოტომი „საწვავი“), ქართლოსი (მ. დოლიძე „მდგმურები“), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე „განდეგილი“), დიუპრე (პეტერ ვაისი „მარატ-სად“-ის მიხედვით „დირექტორი აბაზანაში“), ანტონა (დავით კლდიაშვილი „უბედურება“), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი „თოვლივით თეთრი თოვლი“), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი „მამა“) და სხვ.
შეასრულა კინოროლები: „სიყვარული ვენახში“ (გიორგი), „ანთიმოზ ივერიელი“ (მავრომორდატი), „კონფლიქტის ზონა“ (მამაო), „ყველა წავიდა“ (დალაქი) და სხვა.
მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღაბის“ გრანპრი, სპექტაკლებში „მამა“ და „ART- ხელოვნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები