სტარმერის თქმით, დიდი ბრიტანეთი ინფორმირებული იყო ტრამპსა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესახებ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთისთვის ცნობილი იყო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის სურვილია, რომ დეესკალაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს და კონფლიქტი დასრულდეს.

„ამ მიზნით, მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს“, – დასძინა სტარმერმა.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებათა შედეგად მიღწეული შეთანხმება ირანს მკაცრ პირობებს უნდა უწესებდეს, განსაკუთრებით ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები