Axios: თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლს ასრულებენ
ამერიკული პორტალი Axios-ისა და ისრაელის ტელევიზიის, Channel 12-ის ცნობით, ამჟამად თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლების როლს ასრულებენ.
“ამერიკული წყაროების ცნობით, დეესკალაციის მცდელობის ფარგლებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-დან და ირანიდან თურქეთს, ეგვიპტესა და პაკისტანს შეტყობინებები გადაეცათ”,- წერს მედიის კორესპონდენტი.
მის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ სამი ქვეყნის მაღალჩინოსნებმა ცალკე მოლაპარაკებები გამართეს თეთრი სახლის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან.
“პროგრესი შეინიშნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ომის დასრულებისა და ყველა გადაუჭრელი საკითხის გადასაჭრელად. ვიმედოვნებთ, რომ პასუხებს მალე მივიღებთ“, – განუცხადა რავიდს წყარომ.
შეგახსენებთ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, ვაშინგტონმა და თეირანმა ბოლო ორი დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ „ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები“ გამართეს და ამასთან დაკავშირებით, ამერიკელმა ლიდერმა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე შესაძლო დარტყმების ხუთდღიანი გადადების ბრძანება გასცა.