“მე მწამს, რომ პატრიარქი აფხაზეთში უეჭველად დაბრუნდება იმიტომ, რომ ჩვენ უეჭველად დავბრუნდებით აფხაზეთში” – მამა შალვა კეკელია
“პატრიარქი სულ გვეუბნებოდა, სოხუმში უნდა გავშალო დიდი სუფრაო, ქუჩასაც ასახელებდა ხოლმე და იქ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთო”, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
„ამბობდა, მე ვიცი, რომ აფხაზეთში დავბრუნდები და მე აფხაზეთში უეჭველად ვიქნებიო. ყველას ეუბნებოდა – შენ აფხაზეთში დაბრუნდებიო. არც საკუთარ თავს უკარგავდა და არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენ გვიკარგავდა ამ იმედს, რომ უეჭველად ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით, უეჭველად გავერთიანდებით. მე ზუსტად მჯერა და მწამს, რომ პატრიარქი აფხაზეთში უეჭველად დაბრუნდება იმიტომ, რომ ჩვენ უეჭველად დავბრუნდებით აფხაზეთში“, – ამბობს შალვა კეკელია.