“პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური მოღვაწე, ის იყო ეროვნული მოღვაწე” – ნუკრი შოშიაშვილი

“პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური მოღვაწე, ის იყო ეროვნული მოღვაწე”, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ილია მეორემ მოახერხა, რომ ეკლესიისთვის სწორი გზა მიეცა.

„პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური ლიდერი. კულტუროლოგიაში არსებობს რამდენიმე ქარიზმატული ლიდერის ფენომენი, ყველა რელიგიურ ლიდერს აქვს ძალაუფლებრივი ელემენტი, შეიძლება პატივს სცემდე, მაგრამ თან გაშინებს ეს ელემენტი. ილია მეორეს შემთხვევაში მისი ქარიზმა არ იყო დაკავშირებული ძალაუფლებასთან, ის დაკავშირებული იყო სუფთა სახის სიყვარულთან. მისი მიბაძვა იმიტომ კი არ გინდოდა, რომ შენ ძალაუფლებასთან ახლოს იყავი, იმიტომ, რომ ის სიკეთე, რაც მისგან გადმოდიოდა გარკვეულწილად მისი თანამონაწილე ყოფილიყავი.

არა მარტო ქრისტიანები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებიც საქართველოში პატივს სცემდნენ. ვნახეთ, რომ ბაირამი არ ჩაატარეს. პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური მოღვაწე, ის იყო ეროვნული მოღვაწე. ამ დღეებმა დაამტკიცა, რომ ილია მეორე არ იყო მარტო ერთი ჯგუფის ლიდერი“, – აღნიშნა ისტორიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები