ბოლნისის მერი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს, მარიამ კობიაშვილსა და მის მოადგილეს, ლევან ქარუმიძეს, შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა წარუდგინეს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.
“ასევე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მერმა აღნიშნა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობისათვის მზად არის და მსგავს ინიციატივებს, რომლებიც კადრების პროფესიულ განვითარებასა და ეფექტიანი მმართველობის გაძლიერებას ემსახურება, მხარს აქტიურად დაუჭერს.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ესწრებოდა”,- წერია ინფორმაციაში.