მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი: პატრიარქმა გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი
“რასაც ქადაგებდა, აკეთებდა და ზრუნავდა, გარდაცვალების შემდგომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი”,- ამის შესახებ წმინდა ნინოს საბურთალოს ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა „დღის ქრონიკაში“ პატრიარქზე საუბარისას განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქი ერთიანობისთვის შრომობდა.
„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც უწმინდესი ყოველთვის მოგვიწოდებდა და რისთვისაც იღვწოდა დაუღალავად. ეს არის ის ერთობა და ერთიანობა, რისთვისაც შრომობდა. საპატრიარქოს ტელევიზიასაც „ერთსულოვნება“ იმიტომ დაარქვა, რომ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ერის ერთსულოვნება უმთავრესია. რასაც მთელი ცხოვრება ქადაგებდა, აკეთებდა და ზრუნავდა, გარდაცვალების შემდგომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი. ღმერთმა ინებოს, რომ ერის ერთიანობა და სიყვარული არ მოიშალოს ჩვენს ერში“, – აღნიშნა მღვდელმსახურმა.