არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის სამების ტაძარში მიბრძანების ფაქტია აღბეჭდილი.

როგორც არქიმანდრიტი აღნიშნავს, უწმინდესი ტაძარში უკანასკნელად 23 ნოემბერს მიბრძანდა, რითაც ყველა გაახარა.

„უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ცოტა ხანში მანქანა მეორედ გააჩერებინა და ნათლობის ორგანიზატორებთან ერთად ჩვენც გაგვახარა. ეს კადრები იმ საღამოს გადავუღე; მას შემდეგ აღარ მინახავს… ბოლოს კლინიკაში, მის უკანასკნელ დღეს ვნახე, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა… მძიმეა, თუმცა შეხვედრის იმედი მუდამ მექნება“, – წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები