ლევან აბაშიძე: თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქოსთან ურთიერთობა დაგვეძაბება

თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქოსთან უერთიერთობა დაგვეძაბება, – ამის შესახებ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას ცნობს, მაშინვე დაგვეძაბება ურთიერთობა რუსეთის საპატრიარქოსთან. არც მსოფლიო საპატრიარქო გვთხოვს ამის გაკეთებას. რუსეთის საპატრიარქო მაშინვე გაწყვეტს ჩვენთან ყველანაირ, მათ შორის ევქარისტიულ კავშირს. ამასთან, ქართველებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაშინვე პრობლემები შეექმნებათ, ქართველ მღვდლებსაც არ შეუშვებენ რუსეთში.

რუსეთის ეკლესიასთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია, კონფლიქტს მსოფლიოში ყველა ერიდება. რახან ქართული ეკლესიაც ერიდება, ამიტომაც აბრალებენ პრორუსულობას.

ასეთივე ყურით მოთრეულია ის, რომ მეუფე შიო, რომელმაც რუსეთში მიიღო განათლება, რუსეთის კანდიდატურაა. ილია ჭავჭავაძე და სხვა ჩვენი სასიქადულო ქართველები პეტერბურგში სწავლობდნენ და რუსეთის აგენტები იყვნენ? იმავეს ამბობენ მეუფე გრიგოლ კაციაზეც, მასაც აბრალებენ პრორუსობას მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს არ გაამწვავოს სიტუაცია.

დღეს ვინც ამბობს, რუის-ურბნისის კრება უნდა ჩატარდესო, პირდაპირ ითხოვს, რომ თავად უნდა ჩაატაროს, რათა ცუდი და ბოროტი განაგდოს ეკლესიიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან თავად იყვირა პირველმა, სიმართლეც მის მხარესაა”, – განმარტა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები