თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი დედის ცხედარს თითქმის ორი წლის განმავლობაში ბინაში მალავდა.
ამბავი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც მამაკაციც გარდაიცვალა.
ბინის დასალაგებლად მისულმა ახლობლებმა 84 წლის ქალის ცხედარი ზეწრებში გახვეული აღმოაჩინეს.
როგორც მეზობლები პალიტრავიდეოსთან საუბარში აცხადებენ, 84 წლის ნანული ნატროშვილი ექიმი იყო.
მეზობლებისთვის მომხდარი დაუჯერებელია.
“კლინიკის დირექტორი იყო. ამასაც ძალიან უყვარდა დედამისი და იმასაც. ეს ერთი შვილი ჰყავდა. იმ ქალს ინსულტი დაემართა, ორჯერ მოიტეხა ფეხი, იმის გამო იყო რომ ჩაწვა…
მოკვლით მაინც არ მოკლავდა”,- აცხადებს მეზობელი.