შალვა ხაჭაპურიძე: მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილება “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატმა მიიღო

წყარომ მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილება “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატმა მიიღო, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ადვოკატები დემოკრატიისთვის” თავმჯდომარე, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.

“როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა, მაღალჩინოსანმა მითხრა, ბესელია-ზარდიაშვილს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ზარდიაშვილი დაუბარებია და მკაცრად გაუფრთხილებია- როგორც კი სასამართლოს მიმართულებით ზედმეტ მოძრაობას გააკეთებ, მაშინვე წახვალო! ამას თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ორი კვირის თავზე ზარდიაშვილი მართლაც წავიდა. წყარომ ისიც მითხრა, რომ ზარდიაშვილის მსგავსად, ივანიშვილის გაფრთხილება “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატმა მიიღო! ასე, რომ არ გამოვრიცხავ, ვანო ზარდიაშვილს სხვებიც მიეწიონ!- განმარტავს შალვა ხაჭაპურიძე.

“ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრისას, უფლებადამცველი შალვა თადუმაძის განათლების საკითხსაც გამოეხმაურა.

“უწიგნურ შალვა თადუმაძეს, რომელიც პროფესიით სამთო ინჟინერი, ანუ მარკ შეიდერია, იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი აქვს. სწორედ ასეთ ხალხზე ამბობს გოეთე- უბედურებაა, როცა ადამიანები გაუნათლებელები არიან, მაგრამ ქვეყნის ტრაგედიაა, როცა გაუნათლებელ ადამიანებს ძალაუფლება აქვთ და ისინი მოქმედებაში არიან მოყვანილიო!

შე დალოცვილო, გასაგებია, რომ უწიგნური ხარ, მაგრამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა რომ გინდა, დიპლომის საკითხი მაინც არ უნდა გქონდეს მოწესრიგებული?!” – აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები