სოფელ სობისის მოსახლეობა “მაგთის” კავშირგაბმულობის ანძის დამონტაჟებას აპროტესტებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ადგილობრივი მოსახლეობა ფიჭური კომპანია “მაგთის“ მიერ კავშირგაბმულობის ანძის დამონტაჟებას აპროტესტებს. სობისის ტერიტორიული ერთეულის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, სოფელში კავშირგაბმულობის პრობლემა ყოველთვის იყო, რის გამოც, ანძის დამონტაჟება გახდა აუცილებელი, თუმცა მოსახლეობის მცირე ნაწილი ანძის დემონტაჟს ითხოვს.

“ამ სოფელში მუდმივად იყო ფიჭური კავშირგაბმულობის პრობლემა და აუცილებელიცაა ანძის დამონტაჟება. დაახლოებით 5 ოჯახია, რომელიც ანძის დამონტაჟებას აპროტესტებს, მიზეზად კი რადიაციას ასახელებენ, რომელიც მათი თქმით, ანძიდან გამოიყოფა და ჯანმრთელობაზე და მოსავალზე ნეგატიურად აისახება”,- განაცხადა დავით ცერცვაძემ.

როგორც “კვირას” კომპანია “მაგთიში” განუცხადეს, გუშინ ადგილზე მისულ ტექნიკურ ჯგუფს სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მისცეს, თუმცა დღეს სამუშოები განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები