თეთრიწყაროში სავარაუდოდ, დენით თევზაობის დროს 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თეთრიწყაროს რაიონში 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სოფელ ჯორჯიაშვილში მცხოვრები დავით თეთრუაშვილი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს, მდინარის პირას,  ნახეს.
თეთრუაშვილი მდინარე ალგეთზე დენით თევზაობდა, ​გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დენის დარტყმა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.  თუმცა სოფელ ჯორჯიაშვილში მერის წარმომადგენელი,  მალხაზ ბეგიაშვილი “კვირასთან” საუბარში  ვერსიას არ ადასტურებს და ამბობს, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს.
“მშრომელი ბიჭი იყო სამი მცირეწლოვანი დარჩა. დილას როგორც ყველა სამუშაოდ ნაკვეთში წავიდა, რომ აღარ გამოჩნდა ოჯახი მის საძებნელად წავიდა და მდინარის პირას გარდაცვლილი ნახეს, დათო გუშინ იუბილარი იყო და საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა”,- ამბობს მალხაზ ბეგიაშვილი.

გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის, პროზექტურაშია გადასვენებული და სამედიცინო  ექსპერტიზა უტარდება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები