მამუკა არეშიძე: სამთავრობო ცვლილებები იქნება ნიშანი იმისა, რომ დაინახეს – ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია

თუ მოხდა სამთავრობო ცვლილებები, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა დაინახეს, ქვეყანა რა მძიმე მდგომარეობაშია და რომ ძლიერი ფიგურების დრო მოვიდა – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი ვარაუდით, სწორედ ეს განაპირობებს გახარიას დაწინაურებას.
“თუ მოხდა სამთავრობო ცვლილებები, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა დაინახეს, ქვეყანა რა მძიმე მდგომარეობაშია და რომ ძლიერი ფიგურების დრო მოვიდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს განაპირობებს გახარიას დაწინაურებას. თუ ვინმე შეიძლება მოიაზრებოდეს ხელისუფლებაში შედარებით ძლიერ და დამოუკიდებელ ფიგურად, სწორედ ის არის. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ საზოგადოების ნაწილს აქვს პრეტენზია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაინც მიმაჩნია, რომ ეს სწორედ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, მათ შორის ისიც, რომ გახარიამ შეძლო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც თანმიმდევრულმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ძლიერ მმართველად ჩამოყალიბდეს. გახარიას აქვს შანსი იყოს წარმატებული პრემიერი, თუმცა, ვფიქრობ, 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს და რაც მალე გააკეთებს ამას, უკეთესი იქნება”, -აცხადებს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები