„FORBES“-ი ბათუმის ტერმინალის მშენებლობას ვრცელ სტატიას უძღვნის

ცნობილი და გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ბათუმის პორტში მულტიმოდალური პორტის მშენებლობას ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი – ძველი აბრეშუმის გზა. საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით – ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს. გიბრალტარის სრუტით, შესაძლებელია კავშირი მთელ მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი – აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან. აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზეა და ამავდროულად, სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
ჟურნალისტი Joresa Blount -ი , ამ პროექტის როგორც თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობაზე საუბრობს, ასევე ამერიკული კომპანია „ტრამოს“ დაინტერესებასა და პარტნიორობაზე ამ პროექტთან დაკავშირებით. სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ „ტრამო“ ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1965 წელს დაარსდა და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 450 თანამშრომელს ითვლის, ხოლო 2011 წელს, ხუთას დიდ, კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 34 ადგილზე იყო დასახელებული.

ჟურნალისტს იქვე მოჰყავს „ტრამოს“ პრეზიდენტის, ედვარდ ვაინერის კომენტარი, რომელიც ბათუმის ტერმინალის საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალს ეხება:
„ამ პროექტით, ბათუმისა და ბაქოს პორტები მთავარ საერთაშორისო ჰაბად ყალიბდება, ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ საერთაშორისო კომერციული გზების ჩამოყალიბებაზე ტრანს-ცენტრალური აზიისკენ, ამ პროექტით იქმნება ახალი დერეფანი, რომელიც უფრო ეფექტურად და მოქნილად დააკავშირებს ევროპა-აზიას. ამ პროექტის განსახორციელებლად, პირველ რიგში, საჭირო იყო სანდო და მაღალი რეპუტაციის პარტნიორის მოძიება, რომელიც ჩვენმა კომპანიამ „Wondernet Express LLP“-ის სახით იპოვა“, – წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები