ნიკოლოზ მჟავანაძე: წარმოიდგიდგენიათ, ვანო მერაბიშვილს რომ დაეშალა აქცია?! სულ მცირე, ორმოცი გვამი მაინც დარჩებოდა რუსთაველზე

0

„ გიორგი გახარიამ შეუძლებელი შეძლო და წაგებული ბრძოლა შემოატრიალა. აი, ასეთ კაცს დღეს თვით „ქართული ოცნებაშიც“ კი ფარული მტრები ჰყავს და მის დასაცავად კაციშვილი ხმას არ იღებს. „ქართული ოცნების“ წევრებო, რომ არა გიორგი გახარია, 21 ივნისის დილა ან საერთოდ არ გაგითენდებოდათ, ანდა გაგითენდებოდათ მატროსოვსა და გლდანის მერვე საპყრობილეში! ამიტომ გამოდით, თქვე ნაძირლებო და გიორგი გახარიას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეთ!“, – ამის შესახებ უფლებამდამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ნიკოლოზ მჟავანაძე გამოცემასთან წარსულს იხსენებს და პარალელს ავლებს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასდროინდელ მოვლენებთან დაკავსშირებით, როდესაც მაშინდელი ოპოზიცია პარლამენტში შეიჭრა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას მაშინ გიორგი გახარიასნაირი შს მინისტრი უნდა ჰყოლოდა 1991-1992 წლების სისხლიანი მოვლენები არ განვითარდებოდა.
„პარლამენტის შენობის დაცვას შეეწირნენ ის პირტიტველა ბიჭები, რომლებიც 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სისხლიანი მოვლენების დროს მიწაში ჩაწვნენ. ზვიად გამსახურდიას გიორგი გახარიას მსგავსი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ჰყოლოდა, დღეს საქართველოში ეროვნული ხელისუფლება გვეყოლებოდა!
სამწუხაროდ, ზვიადი და ის ხალხი მაშინ დამარცხდნენ, რადგან ძალიან დიდ ღალატს ჰქონდა ადგილი. გიორგი გახარიამ რვაათასკაციანი აქცია ისე დაშალა, არავინ დაღუპულა. მინდა, გიორგი გახარიასა და თითოეულ პოლიციელს საჯაროდ მადლობა გადავუხადო.
გამოდიან ეს ნაძირლები და გახარიას გადადგომას მოითხოვენ – მომიტინგეებს რეზინის ტყვიები სახეში მოხვდათო… აბა, სხვანაირად როგორ უნდა დაშლილიყო ის აქცია, როცა ვერც წყლის ჭავლმა და ვერც ცრემლსადენმა გაზმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მოსურნენი ვერ გააჩერა. დიახ, პუტჩის მოსურნენი შეტევაზე იყვნენ გადასული, პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ და ერთხანს შეიჭრნენ კიდეც ეზოში“ , – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
გარდა ამისა, უფლებადამცველი თბილისში რამდენიმე თვის წინ განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას სწორი და გაბედული ნაბიჯის შედეგია, როცა რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია ისე დაშალა, რომ ქვეყანა უბედურებას გადაარჩინა.
„ამ კაცმა ნარკომანებისა და “პედერასტების” აქცია დაშალა უსისხლოდ; მერე იყო, პანკისის ხეობაშიც აგვაცილა თავიდან უბედურება; ახლა იყო და პუტჩისტები მსხვერპლის გარეშე ალაგმა. წარმოგიდგენიათ, თბილისში ვინმეს პარლამენტში შევარდნა რომ მოეწადინებინა და ვანო მერაბიშვილს დაეშალა აქცია?! სულ მცირე, ორმოცი გვამი მაინც დარჩებოდა რუსთაველზე”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი