ფოთში ტბაში მამაკაცი დაიხრჩო
ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ში „კვირას“განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.