ოპოზიციურმა პარტიებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები კვლავ გაშალეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
მომიტინგეებმა, ცოტა ხნის წინ, მელიქიშვილის გამზირიდან მსვლელობა გამართეს და ისევ ჭავჭავაძის გამზირზე გადმოინაცვლეს.
მას შემდეგ, რაც დღეს დილით სამართალდამცველები აქცია დაშალეს, აღნიშნული ტერიტორია პოლიციას ჰქონდა დაკავებული.