ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს უპირისპირდება
ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო მატჩში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს უპირისპირდება.
დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი.
სათადარიგო შემადგენლობაში არიან: ლორია, გუგეშაშვილი, კვერკველია, კალანდაძე, გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. მისი მოწინააღმდეგე ჩეხეთი 8 ქულით ლიდერია. ბოლო მატჩი, რომელიც თბილისში სექტემბერში გაიმართა, საქართველოს მოგებით 4:1 დასრულდა.