აშშ-მა „ჰამასის“ რამდენიმე ოფიციალურ პირსა და სამხედროს ახალი სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ მაღალჩინოსნებსა და სამხედრო ჩინოვნიკებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ტერორიზმის და იარაღის კონტრაბანდის დაფინანსებაში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
„დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აწესებს სანქციებს „ჰამასის“ ექვსი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ, მათ შორის არიან ტერორისტული ჯგუფის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის უფროსი წევრი, იზ ალ-დინ ალ-კასამ ბრიგადები, აგრეთვე პირები, რომლებიც მონაწილეობენ ტერორისტული ჯგუფის დაფინანსების მხარდაჭერასა და ღაზის სექტორში იარაღის კონტრაბანდაში“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს შორის არიან „ჰამასის“ წარმომადგენლები, რომლებიც სავარაუდოდ, თურქეთში ცხოვრობენ, მათ შორის: სამხედრო ოფიცერი აბდ ალ-რაჰმან ისმაილ აბდ ალ-რაჰმან განმათი (განმათი) და მაღალჩინოსანი მუსა დაუდ მუჰამედ აკარი (აკარი).