ზურაბ ქადაგიძე – რადიკალური ოპოზიციის აგრესიულ მხარდამჭერებზე: ყველა ამ ფაშისტმა ნაძირალამ უნდა აგოს პასუხი ისე სამაგალითოდ, რომ მეორედ არც კი გაბედოს ამდენის მირთმევა
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მიერ „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ყველა ამ ფაშისტმა ნაძირალამ პასუხი სამაგალითოდ უნდა აგოს.
„გუშინ წერდა ერთი – იდიოტი ბავშვი, შეიძლება არც იცოდა, ექვთიმე თაყაიშვილის საფლავი თუ იყოო…
არც სულელები არიან და არც ინფანტილური ბავშვები, ჩვეულებრივი „ჰიტლერიუგენდია“ – ფაშისტები, მოძალადეები, რომელთაც ფაშისტური სიმბოლოც გამოისახეს მკლავზე და ნება რომ დართო, ნახევარი საქართველოსგან საპნებს გამოწურავენ და ნახევარზე, ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ!
ასე რომ – ბავშვები და საყვარელი ონავრები „გრამოფონშია“.
ყველა ამ ფაშისტმა ნაძირალამ უნდა აგოს პასუხი ისე სამაგალითოდ, რომ მეორედ არც კი გაბედოს ამდენის მირთმევა, ხოლო იმ ოთხ მოღალატე პარტიის მიმართ, რომლის კისერზეცაა სამშობლოს დეკლარირებული ღალატი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, პირველივე საპარლამენტო სხდომის შემდეგ მანდატების გაუქმების პროცედურა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა დაიწყოს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.