გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობირივი ხელისუფლებისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, ტიტულოვანი სპორტსმენის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ასპარეზობა, რომელიც 2010-2012 წლებში დაბადებულებს შორის ჩატარდა,10 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. ტურნირში 200 – მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირზე ყველაზე უკეთ იასპარეზეს გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა. მათ ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები