7 ნოემბერს დაიწყო სისხლიანი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული 2012 წლის 1 ოქტომბერს დადგა, დაგამარცხათ ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ყველას ვინც, 2007 წლის 7 ნოემბერს უსურვებს საქართველოს და TV Imedi-ს, ხელისუფლება ყველას შეუსრულებს დაპირებას.
„7 ნოემბერს დაიწყო სისხლიანი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრული 2012 წლის 1 ოქტომბერს დადგა, დაგამარცხათ ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა. 9 წელი ხელისუფლებაში და 12 წელი ოპოზიციაში ყოფნის დროს, ისევ რომ ბოგინობთ, ღალატობთ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, თქვენი გარე პატრონების დამსახურებაა. 2024 წლის 26 ოქტომბერს, 1 120 053 ამომრჩეველმა თქვენი დასრულება დაგვავალა, ჩვენც გავეცით საარჩევნო დაპირება და მას აუცილებლად შევასრულებთ. ყველას ვინც, 2007 წლის 7 ნოემბერს უსურვებთ საქართველოს და TV Imedi-ს, ყველას შეგისრულებთ დაპირებას: საქართველო დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე!“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.