ირაკლი კობახიძე საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ხორვატიასთან მოგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერი 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
ქალაქ რიეკაში საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ხორვატი თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.