შალვა პაპუაშვილი საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პაპუაშვილი ნაკრებსა და ქართველ გულშემატკივარს აღნიშნულ წარმატებას ულოცავს.

ქალაქ რიეკაში საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ხორვატი თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები