ნინო წილოსანი: „იმედს“ რომ 7 ნოემბერს უსურვებენ, ნაცების საავტორო დარბევის თვეს, ნოემბერს რომ გვილოცავენ, ამ სახედაკარგული ორკების ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის!!! ჩემი მხარდაჭერა „იმედს“ და მეგი ნარსავიძეს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედს“ და მის რეპორტიორს მეგი ნარსავიძეს, რომელიც მის ოპერატორთან ერთად რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფის და თავდასხმის მსხვერპლი გახდა, სოლიდარობას უცხადებს.
„ამდენი ინდოქტრინირებული აქტივისტი ერთად უმძიმესი სანახავია…
იმედს რომ 7 ნოემბერს უსურვებენ
ნაცების საავტორო დარბევის თვეს, ნოემბერს, რომ გვილოცავენ
უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ჩარჩოებიანი ფოტოებით საქართველოს სიყვარულზე რომ გვეფიცებიან
რუსეთიდან ნაკვები ლიაკა ხოშტარიას დაძახებულზე საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რომ აპროტესტებენ
საქართველოს წინააღმდეგ „დანოსს დანოსზე“ რომ აგზავნიან
განსხვავებული აზრისთვის ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, უბრალოდ ადამიანების ბულინგი რომ სიამოვნებას ანიჭებთ
ნაცების დაბრუნებისთვის ღამეებს რომ ათევენ…
ამ ბოროტმოქმედი, სახედაკარგული ორკების ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის !!!
ჩემი მხარდაჭერა TV Imedi და Megi Narsavidze“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.