მეთიუ მილერი: საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს

საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ურთიერთობების გადახედვის შედეგად პოლიტიკური ნაბიჯები უკვე გადაიდგა და სხვა ქმედებებიც განხორციელდება.

„ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება. ასე არ არის, რომ გადახედვა მიმდინარეობს და ამ პროცესში არაფერი მომხდარა. გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები