გიორგი ჩაკვეტაძე: რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ – „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს

რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია იმედგაცრუებული დარჩა საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან, გადავიდნენ პროვოკაციებზე. მანვე აღნიშნა, რომ ელოდება ამ საკითხზე დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას.

„რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს… რამდენიმე წუთის წინ იმედის გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს… მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, გადავიდნენ პროვოკაციებზე. ველოდები დიპლომატიურ კორპუსს რა რეაგირება ექნება. სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს! ამათ ბოროტ ზრახვებზე სახელმწიფოს ყოველ ჯერზე ექნება შესაბამისი რეაგირება!“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები